აშშ-ში შესაძლოა აბორტის უფლება აიკრძალოს, წერს Politico

აქცია აშშ-ში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების პროექტის გაჟონვის გამო. 2 აპრილი 2022 წელი

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 50 წლის წინანდელი გადაწყვეტილება გააუქმა აბორტის უპირობო უფლების შესახებ. ეს გამომდინარეობს სასამართლო გადაწყვეტილების სამუშაო ვერსიიდან, რომელიც ჟურნალ Politico-ს ხელში აღმოჩნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აბორტების თაობაზე გადაწყვეტილება ხალხის მიერ არჩეულებმა უნდა მიიღონ, რაც ტექნიკურად ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება შტატების პარლამენტების დონეზე მიიღება.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე "რო უეიდის წინააღმდეგ", რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქალებს აბორტის კონსტიტუციური უფლება აქვთ. Politico-ს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს ცხრიდან ხუთმა კონსერვატორმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ ჩამონათვალს.

ოქტომბერში აბორტის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაცია "გუტმახერმა" განაცხადა, რომ თუ აბორტის აკრძალვის თემა შტატების დონეზე დავა, აბორტები შეიძლება არალეგალური გახდეს ამერიკის 50-დან 26 შტატში.

აბორტის აკრძალვის თემა აშშ-ის საზოგადოებაში ტრადიციულად ძლიერ პოლარიზაციას იწვევს. მოელიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პროტესტის ტალღას გამოიწვევს. ამაზევე მეტყველებს უზენაესი სასამართლოს გადაწყეტილების პროექტის გაჟონვაც, რაც Politico-ს თანახმად, პირველი ასეთი შემთხვევაა.