ლუკაშენკა ღმერთს მადლობას სწირავს, რომ ბელარუსში დიქტატურაა

ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდ ლუკაშენკამ ჩეჩერსკის რაიონის მცხოვრებლებთან შეხვედრისას ევროკავშირის იმ ქვეყნების მოქმედებებზე ისაუბრა, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს ბელარუსში წასვლას უშლიან, წერს სააგენტო ბელტა.

მათთვის, კათოლიკური აღდგომისთვის საზღვრები გავხსენით. ხალხი ჩამოვიდეს პოლონეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან თავიანთი ახლობლების საფლავებზე, როგორც ეს ყოველთვის იყო. დავუშვი უვიზოდ. რადგან ისინი თავის ხალხს ბელარუსში არ უშვებენ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთან ხალხი მოდის მარილის საყიდლად. მარილი არ აქვთ! დიდი, მდიდარი დასავლეთი და მარილი არ აქვთ. ხალხმა რომ არ თქვას, რომ ბელარუსი ნორმალურად ცხოვრობს, მათ უბრალოდ არ უშვებენ. აი, მთელი დემოკრატია“.

ლუკაშენკა ღმერთს მადლობას სწირავს, რომ ბელარუსში დიქტატურაა.

მადლობა ღმერთს, ჩვენთან დიქტატურაა. მუდმივად აკრიტიკებდით: დიქტატურა, დიქტატურა. სამაგიეროდ, წესრიგია ამ დიქტატურის პირობებში. დიქტატურა რომ არ ყოფილიყო, შიშვლები ვივლიდით“,- ამბობს ლუკაშენკა.

იგივე შინაარსის განცხადება ლუკაშენკამ მართლმადიდებლური აღდგომის სადღესასწაულო მიმართვისასაც გააკეთა 25 აპრილს.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ბელარუსში ვიზიტისგან, მიუხედავად იმისა, რომ უვიზოდ მოგზაურობენ. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ბელარუსში მოგზაურობა დიდ რისკებს ქმნის. ლატვიის მოქალაქეებს მანამდე ბელორუსისა და რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდეს.

ბელარუსი რუსეთის მოკავშირეა და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებს ომს ემხრობა.