სააგენტო Reuters-ი ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, უკრაინის საზღვართან, ორი მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა.
სააგენტოს უკრაინის საზღვრის მახლობლად მომხდარის შესახებ ამცნო ორმა თვითმხილველმა.
ბოლო ხანს რუსეთმა გამოაცხადა, მისი თქმით, უკრაინის არმიის მიერ მოწყობილი თავდასხმების სერიის შესახებ რუსეთის უკრაინის საზღვრისპირა რეგიონებში და გაფრთხილება გამოთქვა, რომ ასეთი თავდასხმები მნიშვნელოვანი ესკალაციის საფრთხეს შეიცავს.
უკრაინას, Reuters-ის თანახმად, პირდაპირი პასუხისმგებლობა მომხდარი თავდასხმებისთვის არ უკისრია, მაგრამ ინციდენტებს უწოდა საზღაური და რუსეთის „კარმა“.