ბოკაჩოს „დეკამერონი“

გადაცემა „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს ჯოვანი ბოკაჩოს უკვდავ წიგნზე, „დეკამერონზე“. გადაცემის სტუმარია ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, იტალიური ლიტერატურის უმაღლესი დონის სპეციალისტი, მწერალი და ინტელექტუალი ნოდარ ლადარია. რა როლი შეასრულა „დეკამერონმა“ ევროპული ლიტერატურის ფორმირებაში, რატომ რჩება ეს წიგნი მუდმივად თანამედროვე, რატომ აიკრძალა იგი ეკლესიის მიერ, როგორია ანტიკურობისა და ქრისტიანობის შეზავება ბოკაჩოსთან, რას ნიშნავს ადამიანური ქრისტიანობა, როგორია „დეკამერონის“ ჩარჩო, როგორი წიგნები იწერება ჟამიანობის დროს, რა კავშირია „დეკამერონს“, „ილიადასა“ და „ოიდიპოს მეფეს“ შორის, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.