ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდის მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინას მძიმე შეიარაღება, მათ შორის ჯავშანტექნიკა მიაწოდოს.
„ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს თავდაცვის მინისტრმა და მე გამოვხატეთ მხარდაჭერა რუსეთის მხრიდან ახალი იერიშების დაწყებასთან დაკავშირებით. ნიდერლანდი უკრაინას მიაწვდის უფრო მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას. მოკავშირეებთან ერთად ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას მძიმე ტექნიკით დამატებითი მომარაგების შესახებ“, - დაწერა რუტემ ტვიტერში.
📞: In a call with @ZelenskyyUa the @DefensieMin and I expressed our support as Russia begins a renewed offensive. 🇳🇱 will be sending heavier materiel to 🇺🇦, including armoured vehicles. Along with allies, we are looking into supplying additional heavy materiel.
— Mark Rutte (@MinPres) April 19, 2022
უკრაინული მედიის თანახმად, 19 აპრილს გამართულ სატელეფონო საუბარში ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მარკ რუტემ განხილეს დონბასში შექმნილი რთული ვითარება.
უკრაინის არმიის განცხადებით, რუსეთის ძალებმა დაიწყეს "აგრესიული მოქმედება" აღმოსავლეთი უკრაინის თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, რასაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უწოდა აღმოსავლეთის დონბასის რეგიონში იმ შეტევის დაწყება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ.
უკრაინის მედიამ 19 აპრილს გაავრცელა ცნობები ძლიერ საარტილერიო ცეცხლზე დონეცკის ფრონტის ხაზზე, მარინკის, სლოვიანსკის და კრამატორსკის რეგიონებში.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა დაიწყო "დონბასის ბრძოლა" და "რუსეთის არმიის ძალიან დიდი ნაწილი ახლა ამ შეტევაშია ჩართული". "იმის მიუხედავად, რამდენ რუს სამხედროს გაგზავნიან იქ, ჩვენ ვიბრძოლებთ. ჩვენ თავს დავიცავთ", - განაცხადა ზელენსკიმ 18 აპრილს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.