გერმანიის რამდენიმე ფედერალური მიწის პოლიცია და პროკურატურა იძიებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამართლების 140-ზე მეტ საქმეს. ამის შესახებ გერმანული მაუწყებელი DW წერს მედიაჯგუფ RD-ში შემავალი გაზეთების დღევანდელ, 18 აპრილის ნომრებში გამოქვეყნებულ ცნობებზე დაყრდნობით.
გერმანიაში აღძრული საქმეების უმრავლესობა ეხება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის სიმბოლოდ ქცეული Z-ის გამოყენებას.
ასევე ნახეთ კულება: Z ნიშნავს რუსეთის სამხედრო დანაშაულს და ათასობით მოკლულ უკრაინელსრუსული აგრესიის მხარდაჭერის ნიშნად, საზოგადოებრივ ადგილებში Z-ის გამოყენება გერმანიაში ისჯება ჯარიმით, ხოლო მას, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას წაახალისებს ან მოიწონებს საჯარო შეკრებებზე გამოსვლით, ან წერილობითი მასალების გავრცელებით, სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
24 თებერვლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, დისკრიმინაციისგან რუსულენოვანი დიასპორის დაცვის საბაბით, გერმანიაში არაერთხელ გაიმართა აქციები, რომელთა მონაწილეები ფაქტობრივად, ღიად გამოხატავდნენ რუსეთისადმი მხარდაჭერას.