"ითხვისის მაღაროში" 30 წლის თანამშრომელი გარდაიცვალა

"ითხვისის მაღაროში" უბნის უფროსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. "ჯორჯიან მანგანეზი" მხოლოდ გარდაცვალების შესახებ იუწყება, თუმცა დეტალები ცნობილი არ არის.

გარდაცვლილი თანამშრომელი 30 წლისაა.

"შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენს ინტერესშია, გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიექტური გარემოების დასადგენად", - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია არ განმარტავს, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა.

"ითხვისის მაღაროში" მიმდინარე სამუშაოების გამო ადგილობრივები აკრიტიკებენ "ჯორჯიან მანგანეზს". ისინი ამბობენ, რომ მიმდინარე სამუშაოების გამო მათი სახლები ინგრევა.

ასევე ნახეთ "თუკი რაიმე გამაჩნდა, მიწაშია" - ითხვისში სახლების დაცლა დაიწყეს
ასევე ნახეთ "ჩაცმულებს გვძინავს ღამე" - ჭიათურის სოფელ ითხვისში სახლები ინგრევა