მოციგურავეები ლუკა ბერულავა და კარინა საფინა მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ

ლუკა ბერულავა და კარინა საფინა. 2022 წლის მარტი

ფიგურულ ციგურაობაში, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, სპორტულ წყვილებში, შეჯიბრება საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა - მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა.

მოკლე პროგრამის შემდეგ, საქართველოს ნაკრების წევრები 67.77 ქულით დაწინაურდნენ და 6 ქულით გაუსწრეს მეორე ადგილზე მყოფ ავსტრალიელ წყვილს. თავისუფალ პროგრამაში კი, ჟიურისგან 120.35 ქულა მიიღეს, რაც ასევე საუკეთესო შედეგი იყო. შესაბამისად, საფინა-ბელურავას დუეტმა, საერთო ქულებითაც პირველი ადგილი შეინარჩუნა და ამ რანგის შეჯიბრებაზე, ისტორიული გამარჯვება მოუპოვა საქართველოს.