ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერ გოჩა“

გადაცემა „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ საუბრობს ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერ გოჩაზე“. ქართველი მკითხველის ეს უსაყვარლესი მოთხრობა თუ მიკრორომანი უამრავ კრიტიკოსსა თუ მეცნიერს განუხილავს და მასთან დაკავშირებით ჰომეროსიც უხსენებიათ, უილიამ შექსპირიც, პროსპერ მერიმეც და ტარას ბულბაც. მე ახალ პარალელს გთავაზობთ მედეასთან, ჰერაკლესთან და ამ ხასიათების შემოქმედ ევრიპიდესთან. შვილის მკვლელობა, ფილიციდი, ერთდროულად ბუნებისა და კულტურის დამამხობელი მოქმედებაა, შეუძლებელი რეალობაა და ის განსაკუთრებულ ანალიზს მოითხოვს. ონისე აშკარად იდგა ცოდვის შეცნობისა და განღმრთობის (თეოზისის) ოიდიპოსურ გზაზე, რომელზეც მას მამის ხანჯალი გადაეღობა...