ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რატომ არ დასთანხმდა ოპოზიციის წინადადებას უკრაინაში ვიზიტისთვის განკუთვნილი დელეგაციის შემადგენლობის შესახებ.
თავად პაპუაშვილი ვიზიტს მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებს და მისი დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიცია არ იქნება.
„ვიზიტი, დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირაში განხორციელდება. იცით, რომ ჩვენ შეთანხმება გვაქვს უკრაინის რადის თავმჯდომარესთან და ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც, როგორც სხვა შემთხვევებში, არის საპარლამენტო ჯგუფთან, დელეგაციასთან ერთად ხოლმე და ამ შემთხვევაშიც შევთავაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მათი წარმომადგენლებიც იყვნენ საპარლამენტო ჯგუფში. ზოგადად სოლიდარობის გამოცხადება, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის ბევრ წევრს უნდა, დელეგაციაზე შეთავაზება გვქონდა, რომ ისევე როგორც სხვა დროს ხდება, იყვნენ წარმოდგენილი უმრავლესობის წარმომადგენლები და ასევე თანაბარი რაოდენობით ოპოზიციიდანაც იყვნენ წარმოდგენილი - სამი იყოს უმრავლესობიდან, სამი იყოს ოპოზიციიდან. სამწუხაროდ, ამას ოპოზიცია არ იზიარებს. აქედან გამომდინარე, მე ჩემი შეთავაზება მქონდა, მთავარია, ეს დელეგაცია შედგეს. სამწუხაროდ, ეს შიდა პოლიტიკური თემები სჭარბობს ხოლმე იმ მთავარს, რასაც ჰქვია სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ იქ მივემგზავრებით იმისთვის, რომ ვაჩვენოთ სოლიდარობა, გავიზიაროთ მათი წუხილი და ეს არანაირად არ უნდა იყოს დაკავშირებული აქ შიდა პოლიტიკურ სიჭრელესთან თუ მრავალფეროვნებასთან. სწორედ ეს გახლავთ მიზანი ამ ვიზიტისა და ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თავის დელეგაციასთან ერთად, სადაც, განსხვავებით სხვა დელეგაციებისგან, როდესაც იქ არის ხოლმე ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ თანაფარდობა უფრო სხვა არის, მე შევთავაზე თანაბარი თანაფარდობა, მაგრამ ამ შეთავაზებას, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ იზიარებენ, - თქვა პაპუაშვილმა და დაამატა, - პოზიცია იყო, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან ყოფილიყო თითო წარმომადგენელი, რაც, თავისთავად, ხვდებით, რომ ზრდის დელეგაციის რაოდენობას, მოცულობას. თუკი ეს იქნება თანაბარი რაოდენობა, გამოდიოდა თხუთმეტკაციანი დელეგაცია, სადღაც 15-20 კაციანი. იქ ჩავდივართ პარლამენტის სახელით და არა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების სახელით, ამიტომ სამწუხარო არის, რომ არ არიან”.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ უკრაინაში ვიზიტის თემაზე ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი არ შედგება.
როგორც დეპუტატმა თქვა, „ქართულ ოცნებას" ჰქონდა წინადადებები, რაც ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
ასევე ნახეთ ხატია დეკანოიძე უკრაინაში ვიზიტზე: ოპოზიცია წავა ცალკე, უმრავლესობა წავა ცალკე„ლელოს" წევრის დავით უსუფაშვილის თქმით, ძალაში რჩება ოპოზიციის გეგმა უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაციით გამგზავრების შესახებ, ხოლო საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში მოგვიანებით ჩავა.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ონლაინშეხვედრაზე შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე.
ასევე ნახეთ პაპუაშვილი: მეგობრული კომუნიკაცია მქონდა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან ასევე ნახეთ პაპუაშვილი და სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდნენ ასევე ნახეთ რადის თავმჯდომარე პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობას მიესალმებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე დღეს, 13 აპრილს, გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინაში წასვლის მზაობა გამოხატა.
8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. "ქართული ოცნება" შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავა.