ზელენსკის რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციები ეცოტავება - პოლიტიკოსებს მეტი გაბედულება მართებთ

ვიდეომიმართვაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა გაავრცელა, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ, რუსეთისადმი ბუჩაში ჩადენილის საპასუხო სანქციებს აფასებს. ზელენსკის თქმით, სანქციები უკრაინაში ომის შესაჩერებლად საკმარისი არაა, ამიტომ ის განაგრძობს ნავთობის სრული ემბარგოს მოთხოვნას.

დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადეს, იბლოკება რუსეთში ახალი ინვესტიციები, შეზღუდვები გამოიყენება რამდენიმე სისტემური ბანკის მიმართ, ემატება პერსონალური სანქციები და სხვა შეზღუდვები. ეს პაკეტი ეფექტურად გამოიყურება. მაგრამ ეს ცოტაა. მაგრამ მაინც, მას ძნელად შეიძლება ვუწოდოთ იმ ბოროტების თანაწონადი, რაც მსოფლიომ ბუჩაში ნახა, მარიუპოლში მიმდინარე ბოროტებასთან შედარებით, ხარკოვის დაბომბვასთან, რუსეთის მცდელობასთან, წამოიწყოს ახალი გლობალური სისხლიანი შეტევა დონბასში.“

ზელენსკის განცხადებით, აგრძელებენ რუსული ბანკების საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან სრულად გათიშვის მოთხოვნას.

ასევე განვაგრძობ დაჟინებით მოთხოვნას, ამა თუ იმ ფორმატში დემოკრატიულმა სამყარომ უარი თქვას რუსეთის ნავთობზე. ნავთობის ექსპორტი რუსეთის აგრესიულობის ერთ-ერთი საფუძველია. იმის ერთ-ერთი საფუძველი, რომ რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია თავს უფლება მისცეს, ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს არასერიოზულად ეკიდებოდეს“, - ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი მიმართვაში დასავლელ პოლიტიკოსებს რთული გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას შეახსენებს.

„ზოგი პოლიტიკოსი ჯერ კიდევ ვერ ყალიბდება, როგორ შეზღუდოს რუსეთში ნავთობდოლარის და ნავთობევროს ნაკადი, ისე რომ თავისი ეკონომიკა არ დააყენოს დარტყმის ქვეშ, მაგრამ ხალხი ამისთვის მიდის პოლიტიკაში, რომ ამგვარი საკითხები გადაწყვიტოს, რთული ამოცანები მათ უნდა გადაწყვიტონ სწრაფად და თუ არ შეუძლიათ, მაშინ არც პოლიტიკური საქმიანობით დაკავება ღირდა“, - ამბობს ზელენსკი.

ის დასძენს, რომ რუსეთის ნავთობზე ემბარგო ნებისმიერ შემთხვევაში დაწესდება, ფორმატიც მოიძებნება, მაგრამ „საკითხავი ისაა, მანამდე რამდენ უკრაინელს მოკლავენ რუსი სამხედროები იმისთვის, რომ ზოგმა პოლიტიკოსმა (ჩვენ მათ კარგად ვიცნობთ) მეტი გამბედაობა მოიკრიბოს.“

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციას ამერიკის ბანკებში არსებული ანგარიშების გამოყენების უფლება შეუჩერა ვალის მომსახურებისთვის. „ეს ხელშესახები [შეზღუდვაა], მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ომის შესაჩერებლად“.

„თუ არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მართლაც მტკივნეული პაკეტი და არ მოგვაწვდიან იარაღს, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, რაზეც არაერთხელ მივმართეთ, მაშინ ამას რუსეთი განიხილავს როგორც ნებართვას. როგორც ნებართვას, წავიდეს უფრო შორს. როგორც შეტევაზე ნებართვას, როგორც ნებართვას დონბასში ახალი სისხლიანი ტალღის დასაწყებად. ჯერ კიდევ შესაძლებელია ამის არდაშვება, ჯერ კიდეც შეიძლება სანქციების შემოღება, რომლებსაც დაჟინებით მოითხოვს უკრაინა. დაჟინებით მოითხოვს ჩვენი ხალხი. ჯერ კიდევ შეგიძლიათ მოგვცეთ იარაღი, რომელიც ნამდვილად შეაჩერებს ამ აგრესიას. დასავლეთს შეუძლია ამის გაკეთება“, - ამბობს ზელენსკი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის შესახებ განცხადება გაავრცელა. 40-ზე მეტი ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციები 6 მიმართულებას მოიცავს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი:

  • რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა;
  • ევროკავშირის პორტებში რუსული გემების შესვლის აკრძალვა;
  • 4 რუსული ბანკისთვის ტრანზაქციების სრულ აკრძალვა. ბანკებს შორისა VTB-ც.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთისადმი სანქციები უკანასკნელი არ იქნება.

ამასთან შეერთებული შტატები უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სრულ ბლოკადას უწესებს რუსეთის „სბერბანკსა“ და „ალფა-ბანკს“.

შეზღუდვების ახალი პაკეტი ითვალისწინებს ამ ბანკების აქტივებისა და ტრანსაქციების სრულ ბლოკადას იმ ტრანსაქციების გარდა, რომლებიც ენერგეტიკასთან არის დაკავშირებული.

სანქციები უწესდებათ ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქალიშვილებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ცოლსა და ქალიშვილს, ასევე პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს და უშიშროების საბჭოში პუტინის მოადგილეს, დმიტრი მედვედევს.

გარდა ამისა, აშშ აკრძალავს რუსეთში ნებისმიერ ახალ ინვესტიციას.