ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული ტურნე დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონებში ვიზიტები დაიწყო, იტყობინება მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი.

„გახსოვთ, წინა წელს პრემიერ-მინისტრი 63-ვე მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობისგან პრობლემების შესახებ მოისმინა, შესაბამისი დავალებები გასცა და დაჰპირდა, რომ პირადად გაეცნობოდა შედეგებს“, - წერს გიორგობიანი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

მისივე ცნობით, პირველი რეგიონი მთავრობის მეთაურის ტურნეში აჭარაა.