„ჩვენ გავიქეცით, ჩვენ წავაგეთ ეს ქვეყანა“.
რატომ არ აიმაღლეს ხმა რუსეთის მოქალაქეებმა მასობრივად უკრაინაში ომის წინააღმდეგ? რატომ ვერ გაერთიანდა რუსული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც წლების განმავლობაში უკმაყოფილო იყო ხელისუფლებით? როგორ გარდაისახა პუტინი „რაციონალური გარეწრიდან“ „ირაციონალურ რომანტიკოსად“? სამართლიანია, როცა, იმისთვის, რაც რუსეთმა უკრაინაში გააკეთა, პასუხს რუსეთიდან გამოქცეულებს სთხოვენ?
ჟურნალისტი ანდრეი ლოშაკი - 2000 წლების რუსული ტელეჟურნალისტიკის ვარსკვლავი, რამდენიმე გახმაურებული დოკუმენტური ფილმის ავტორი - ამ შეკითხვებს თბილისში პასუხობს.