ხალხით სავსე ტრაპი თვითმფრინავს ელის. ერთმანეთზე შეწყობილი კუბოების წინ ორი ადამიანი ჩამომჯდარა, დანგრეული ქალაქები, ბავშვები, ცეცხლისგან გაწითლებული ცა... ომის ფოტოგრაფი შაჰ აივაზოვი შვიდ ომშია ნამყოფი, მათ შორის აფხაზეთის, ჩეჩნეთის, ყარაბაღის ომებში. მისი ფოტოარქივი უნიკალურ კადრებს ინახავს.