მიუხედავად სტამბოლში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებისა, რუსმა სამხედროებმა 29 მარტს სარაკეტო იერიში მიიტანეს ხმელნიცკის ოლქში მდებარე ქალაქ სტაროკონსტანტინოვოს აეროდრომზე, სადაც განადგურდა საწვავ-საპოხი მასალების სტრატეგიული მარაგი. ამის შესახებ უკრაინის საინფორმაციო საშუალებებს უთხრა ქალაქის მერმა, ნიკოლაი მელნიჩუკმა
„დღეს, 29 მარტს, რუსმა აგრესორებმა მორიგ ჯერზე განახორციელეს დარტყმა სტაროკონსტანტინოვოს აეროდრომზე. ჩვენ რაკეტებს ჯერ კიდევ ომის პირველი დღიდან გვიშენენ, მაგრამ დღეს, როგორც ბევრ თქვენგანს შეეძლო დაენახა და მოესმინა, თავდასხმა იყო სერიოზული და მოგვაყენა საგრძნობი ზარალი“, - განაცხადა მელნიჩუკმა, რომლის სიტყვებიც „უკრაინსკა პრავდას“ მოჰყავს.
მერის თქმით, სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა. მაგრამ რუსმა სამხედროებმა შეძლეს გაენადგურებინათ აეროდრომზე შენახული საწვავ-საპოხი მასალების მთელი სტრატეგიული მარაგი. ნიკოლაი მელნიჩუკმა მოუწოდა ყველა მსურველს, რომ საკუთარი სახსრებით დაეხმარონ რაიონის ხელმძღვანელობას საწვავ-საპოხი მასალების შეძენაში.
- უკრაინის მხარის ცნობით, ინტერვენციის მეორე დღეს რუსმა სამხედროებმა 5 რაკეტა ესროლეს სტაროკონსტანტინოვოში მდებარე აეროდრომს, რასაც დიდი ხანძარი მოჰყვა.
- 6 მარტის ღამით რუსეთმა მეორე სარაკეტო დარტყმა განახორციელა იმავე აეროდრომზე, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიჭრა.