ისტორიკოსი ისტორიის შუაგულში - ინტერვიუ ბექა კობახიძესთან

Your browser doesn’t support HTML5

ამ ინტერვიუში ისტორიკოსი ბექა კობახიძე გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებებს უკრაინის მომავლის, დასავლეთის სტრატეგიის, რუსეთის შესაძლო ნაბიჯებისა და საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების, ასევე ომის განვითარების სავარაუდო სცენარების შესახებ და აჯამებს უკრაინაში ომის ერთ თვეს. ომისა, რომელიც, მისი აზრით, მალე არ დასრულდება.

დღეს შესრულდა ერთი თვე იმ დღიდან, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირი ეთერით გამოუცხადა ომი უკრაინას და მსოფლიოს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყება ამცნო. დილის ხუთ საათზე, ამ გამოსვლას ადევნებდა თვალს დონბასში მყოფი ბექა კობახიძეც, ისტორიკოსი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ისტორიის შუაგულში აღმოჩნდა. ბექამ ქალაქი სევეროდონეცკი 25 თებერვალს დატოვა და მოლდოვის გავლით, სამდღიანი მგზავრობის შემდეგ, დაბრუნდა საქართველოში.

ამ ინტერვიუში ის გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებებს უკრაინის მომავლის, დასავლეთის სტრატეგიის, რუსეთის შესაძლო ნაბიჯებისა და საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების, ასევე ომის განვითარების სავარაუდო სცენარების შესახებ და აჯამებს უკრაინაში ომის ერთ თვეს. ომისა, რომელიც, მისი აზრით, მალე არ დასრულდება.