ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები და სიაში გაზპრომბანკი, ასევე ოლიგარქები შვიდლერი და ტინკოვი შეიყვანა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სუბიექტების სია გააფართოვა, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებას, უკრაინაში შეჭრის გამო ეკონომიკური წნეხი გააძლიეროს რუსეთზე.

ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, სანქციების სიას დაემატა 59 კომპანია და კერძო პირი, რომლებსაც გაეყინებათ აქტივები და აეკრძალათ ქვეყანაში შესვლა. გაფართოებულ სიაში მოხვდნენ ოლიგარქები ევგენი შვიდლერი, ოლეგ ტინკოვი და "სბერბანკის" ხელმძღვანელი ჰერმან გრეფი. ახლა ამ სიაში მყოფ კომპანიებს შორის არიან "გაზპრომბანკი", "ალფა ბანკი" და სახელმწიფო სანაოსნო კომპანია "სოვკომფლოტი".

ნატოს საგანგებო სამიტზე ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებით "უფრო მეტად დავეხმარებით უკრაინელებს" და უფრო სწრაფად დამთავრება ომი.

დასავლეთის ქვეყნებმა მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს, მის ეკონომიკურ და საფინანსო სექტორებს და კერძო პირებს უკრაინაში 24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის 24 მარტს აპირებს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას. სახელმწიფო უშიშროების სფეროში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა 22 მარტს განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები არაა მიმართული მხოლოდ „ახალი სანქციების შემოღებასთან, არამედ სანქციებისთვის თავის არიდების აღკვეთის ერთობლივი ძალისხმევის უზრუნველყოფისკენ“.

"გაზპრომბანკი" რუსეთის ნავთობის და გაზისთვის გადახდების მთავარი არხია, ხოლო "ალფა ბანკი" რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საკრედიტო-საფინანსო ინსტიტუტია.