პოლონეთის კონტრდაზვერვამ შეადგინა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 45 რუსი დიპლომატის სია, რომელთა ქვეყნიდან გაძევების რეკომენდაცია პოლონეთის სპეცსამსახურებმა გასცეს, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური პორტალით Onet.pl-ზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას შესაძლოა დიპლომატების გაძევება მოსთხოვონ. თუ ეს განხორციელდა, ეს იქნება დიპლომატების ყველაზე დიდი გაძევება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ისტორიაში.
ერთი დღით ადრე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც ჩანს ვარშავაში მდებარე რუსეთის საელჩოს თავზე ავარდნილი კვამლი, რამაც გამოიწვია ვარაუდები, რომ ეს შესაძლოა ნიშნავდეს ოფიციალური დოკუმენტების მასშტაბურ დაწვას, რაც წინ უძღვის დიპლომატიური მისიის პირადი შემდგენლობის სავარაუდო მნიშვნელოვან შემცირებას ან მის დახურვას.
რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა დაადასტურა ელჩის გამოძახება პოლონეთის საგარეო უწყებაში, მაგრამ უარი თქვა პოლონეთის სპეცსამსახურების მოთხოვნის თაობაზე კომენტარის გაკეთებაზე