დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, „ნოვაია გაზეტა“-ს მთავარი რედაქტორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი პრესტიჟულ მედალს ყიდის უკრაინელების დასახმარებლად.
„ნოვაია გაზეტა“-მ და მე გადავწყვიტეთ ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადავცეთ უკრაინელი დევნილების დახმარების ფონდს - წერს დმიტრი მურატოვი და მსოფლიოში ცნობილი მედლის გასაყიდად გამოხმაურებას სთხოვს სააუქციონო სახლებს.
ასევე ნახეთ „არა“ - უნდა თქვას რუსმა ხალხმა“ - ინტერვიუ ნობელის პრემიის ლაურეატთან, დმიტრი მურატოვთან"ნოვაია გაზეტა"-ს მთავარ რედაქტორს ნობელის მშვიდობის პრემია 2021 წელს გადაეცა გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის.