გერმანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას კატართან - ცდილობს ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე

გერმანიამ განაცხადა, რომ მიაღწია გრძელვადიან პარტნიორობას ენერგეტიკის სფეროში სპარსეთის ყურის ქვეყანასთან, კატართან, რითაც ბერლინს იმედი აქვს, რომ ნაკლებად დამოკიდებული იქნება რუსეთის ენერგოწყაროებზე, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება კვლავ დაგვჭირდეს რუსული გაზი წელს, მომავალში ეს ასე აღარ იქნება. და ეს მხოლოდ დასაწყისია", - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა, 20 მარტს დოჰაში ვიზიტისას.

გერმანია, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა, წლების განმავლობაში დამოკიდებული იყო ენერგომომარაგებაზე რუსეთიდან და თავს იკავებდა მოსკოვისთვის სანქციების დაწესებაზე, კრემლის აგრესიული მოქმედებების შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში.

თუმცა, უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის შემდეგ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უფრო დაუახლოვდა შეერთებულ შტატებს და სხვა დასავლელ ლიდერებს კრემლის მიმართ მიდგომაში, მისი ქმედებებისთვის დასჯის მხრივ.

შოლცმა განაცხადა გერმანიის მიერ ენერგიის შესყიდვების გამრავალფეროვნების აუცილებლობის შესახებ.