პოლონეთმა შესთავაზა ევროკავშირს რუსეთთან ვაჭრობის სრული აკრძალვა, აცხადებს პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი.
„პოლონეთის შეთავაზებაა, რომ სანქციების ამ პაკეტს რაც შეიძლება მალე დაემატოს სავაჭრო ბლოკადა, [მათ შორის] ორივე საზღვაო პორტი... მაგრამ ასევე აიკრძალოს სახმელეთო ვაჭრობა. რუსეთის ვაჭრობის სრული შეწყვეტა მეტად აიძულებს მას, განიხილოს, უკეთესი იქნება თუ არა ამ სასტიკი ომის შეჩერება“, - თქვა მორავიეცკიმ.
პოლონეთის მოწოდება გაისმა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტზე შეთანხმდნენ. დეტალები ჯერჯერობით არ გახმაურებულა.