გაგა ჩხეიძე: იყო რამდენიმე მცდელობა კინოცენტრის საქმიანობაში უხეშად ჩარევის

Your browser doesn’t support HTML5

კულტურის მინისტრმა კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე ამ თანამდებობიდან სამწლიანი ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე გაათავისუფლა. სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზად კინოცენტრში არსებულ დარღვევებს ასახელებს და შიდა აუდიტის დასკვნას ეყრდნობა, რომელიც საჯარო მისი გათავისუფლების შემდეგ გახდა. თავად გაგა ჩხეიძე კი ფიქრობს რომ მისი გათავისუფლების მიზეზი მისი ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები გახდა, მათ შორის გადაწყვეტილება რუსეთიდან ქართული ფილმების ასლების ჩამოტანის პროცესის შეჩერების შესახებ. კინოცენტრის უკვე ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში ფულის გადარიცხვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

კინოცენტრის დირექტორის ხელმძღვანელის მოვალეობას ახალი დირექტორის არჩევამდე მინისტრის მოადგილე, კახა სიხარულიძე ასრულებს. კანონი კულტურის მინისტრს აძლევს უფლებას, პირდაპირი წესით დანიშნოს ახალი დირექტორი.