ჰააგის სასამართლო დიდწილად სიმბოლური ვერდიქტით რუსეთს უბრძანებს შეწყვიტოს უკრაინაში შეჭრა

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ), წინასწარი გადაწყვეტილებით, რომელსაც უფრო სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებენ, 16 მარტს რუსეთს უბრძანა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინაში საომარი მოქმედებები.

ჰააგის სასამართლოში სარჩელი უკრაინამ შეიტანა, რათა გაეპროტესტებინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხრიდან უკრაინაში შეჭრისთვის დასახელებული საბაბი - რომ მან იქ პრორუსულად განწყობილთა "გენოციდი" უნდა დაასრულოს.

სასამართლოში ხმები 13:2-ის ფარდობითობით განაწილდა, რუსეთისთვის უკრაინაში სამხედრო მოქმედების შეწყვეტის მოთხოვნის სასარგებლოდ. ორი მოსამართლე - რუსეთის და ჩინეთის წარმომადგენლები - ვერდიქტის წინააღმდეგი იყვნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერით დაწერა, რომ ჰააგის სასამართლოს განაჩენი "სრული გამარჯვებაა რუსეთის წინააღმდეგ" და "მისი უგულებელყოფა კიდევ უფრო გააღრმავებს რუსეთის იზოლაციას".