ევროსაბჭო (CoE) აცხადებს, რომ მინისტრთა კომიტეტმა ოფიციალურად მიიღო ამ უფლებადამცველი ორგანიზაციის რიგებიდან რუსეთის გაძევების გადაწყვეტილება - რაც პირველი ასეთი შემთხვევაა ორგანიზაციის ისტორიაში.
სტრასბურგში განთავსებული ორგანიზაცია 16 მარტის განცხადებაში ამბობს, რომ მან ერთხმად მიიღო ზომა, "რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციას აღარ შეუძლია იყოს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო".
ამ გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, ორგანიზაციას რუსეთმა შეატყობინა, რომ მისი რიგებიდან გადის. ევროსაბჭოს გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია "აღარ არის ორგანიზაციის რიგებში, 26-წლიანი წევრობის შემდეგ".
ევროსაბჭომ რუსეთს წევრობა 25 თებერვალს შეუჩერა, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც მოსკოვი პროვოცირების გარეშე შეიჭრა უკრაინაში.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს ევროსაბჭოს და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს წესდებების უხეშ დარღვევას.