პუტინის იმპერიალისტურ იდეებსა და რუსეთის სამომავლო ბატონობის მითებს სასულიერო პირების ნაწილი საქართველოშიც იზიარებს. თეოლოგიის დოქტორი მირიან გამრეკელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ვითარებას კიდევ უფრო სახიფათოს ხდის საქართველოსთვის.
კოსტრომის რაიონულმა სასამართლომ 10 მარტს გაასამართლა რუსი მღვდელი, იოან ბურდინი - „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის“ და „არმიის გამოყენების წინააღმდეგ მიმართული მოწოდებებისთვის“. არადა, როგორც მედია იუწყება, ეკლესიაში შეკრებილებს მღვდელმა ქადაგებისას მხოლოდ ის უთხრა, რომ გმობს „ძმათამკვლელ ომს“ და რომ კაენის შთამომავლობა სამუდამოდ დაწყევლა მის მიერ მოკლული აბელის სისხლმა.
იოან ბურდინი გასამართლდა პუტინის მიერ გამკაცრებული კანონით და შეიძლება ითქვას, რომ გაუმართლა, რადგან ციხეს გადაურჩა და სასამართლომ მხოლოდ 35 ათასი რუბლი (დაახლოებით 200 დოლარი) დააკისრა. ფული მრევლმა შეუგროვა. მღვდელი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
ასევე ნახეთ რუსეთში სწრაფად იზრდება ომის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა რიცხვიინტერნეტში იძებნება პეტიცია „ძმათამკვლელი ომის“ შეჩერების მოთხოვნით, რომლსაც, ბურდინის ჩათვლით, 286 სასულიერო პირი აწერს ხელს. უზარმაზარი რუსეთისთვის ეს ზღვაში წვეთია. რა ბედი ეწიათ ან ეწევათ სხვა ხელმომწერებს, გაურკვეველია.
მალე შემოგვიერთდება... საქართველოც
ომზე ხმის ამოღებას დღეს რუსეთში ძალიან ცოტა ვინმე თუ ბედავს და კიდევ უფრო ცოტას შესწევს იმის ძალა, რომ ომის გაჩაღებაში რუსეთის პრეზიდენტი დაადანაშაულოს. სასულიერო წრეებში ძირითადად ან სრული დუმილია, ანდა ამბიონიდან კრემლის პროპაგანდა ისმის.
მაგალითად, დეკანოზი არტემ ვლადიმიროვი, პუტინის მსგავსად, ოცნებობს დროზე, როცა რუსეთის იმპერია ხელმეორედ დაიბადება. შემატებულ სახელმწიფოებში მას ეგულება საქართველოც.
„გვქონდეს იმედი, რომ ახლო მომავალში ჩვენ შემოგვიერთდება მოლდოვა, ყაზახეთი, უკრაინა - უბედური, გზაშია საქართველო, რომელმაც უარი თქვა [რუსეთისთვის დაწესებულ] სანქციებში მონაწილეობაზე... და რა დაემართებათ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, თავადაც მიხვდებით... დღეს [ომში] ისინი, როგორც გამტარი ბაზა, აწვდიან იარაღს სლავების გასანადგურებლად“, - რბილი ხმით წარმოთქმულ სიტყვებს რუსი დეკანოზი ცინიზმსა და მუქარას ურევს.
ასევე ნახეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფრიკაში შედის, რაში სჭირდება ეს რუსეთს?
იმპერიული ზრახვები ცხადად ჩანს თავად პატრიარქ კირილის რიტორიკასა და ტონშიც, რომელიც, უკრაინასთან ომის ფონზე, კიდევ უფრო მკაფიო გახდა.
„დაე, ღმერთმა დაიფაროს რუსული მიწა... სადაც შედის რუსეთიც, უკრაინაც, სხვა ტომები და ხალხები... რათა ღმერთმა დაიფაროს რუსული მიწა გარე მტრებისგან, შიდა არეულობისგან... რათა განმტკიცდეს ჩვენი ეკლესიის ერთიანობა; რათა ღმერთის შეწევნით ყველა ცდუნება და პროვოკაცია ჩამოგვშორდეს“, - თქვა მან სააღდგომო მარხვის დაწყებამდე, საკვირაო ქადაგებისას და იქვე დაამატა, რომ აუცილებელია „დავიცვათ ჩვენი საერთო ისტორიული მამული ყველა გარე ქმედებისგან, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს ეს ერთობა“.
თეოლოგიის დოქტორს, მირიან გამრეკელაშვილს სულაც არ უკვირს, რომ რუსეთის ეკლესია, სინქრონულად, პირდაპირ კრემლის იმპერიალისტურ მიზნებს ახმოვანებს; მაგრამ გვეუბნება, რომ ვითარება თანდათან უფრო სახიფათო ხდება საქართველოსთვის, სადაც „ამგვარ იდეებს მყარი საყრდენი აქვს“.
„ადრე, როცა ამაზე [რუსეთის ზრახვებზე] ვლაპარაკობდით, ჩემთვისაც ბევრჯერ უთქვამთ - ბოდვააო, მაგრამ ხომ აღმოჩნდა, რომ ამ „ბოდვის“ უკან რუსული ტანკები დგას?! საქართველოშიც, სასულიერო წრეებში, ბევრს სჯერა მითის, რომ მართლმადიდებლობის შესანარჩუნებლად მსოფლიოში მართლმადიდებელი ერები გაერთიანდებიან და ეს უნდა დაიწყოს რუსეთმა. მან უნდა შემოიკრიბოს პირველ რიგში - უკრაინა და ბელარუსი; შემდეგ მოხდება მართლმადიდებელი იმპერატორის კურთხევა და, ვიდრე ანტიქრისტე მოვა, ყველა მართლმადიდებელი ერი შეუერთდება ამ იმპერიას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გამრეკელაშვილი, რომელიც კარგად იცნობს სასულიერო წრეების საქმიანობას საქართველოში.
თეოლოგი გვეუბნება, რომ ეს მითი საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ „ძველ მორწმუნეთა უცნაურ წრეში წარმოიშვა“ და „ეს არის საბჭოთა კავშირის აღდგენის თეოლოგიური გამართლება“.
"წმინდა რუსეთი"
სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა, სინოდის წევრმა, სპირიდონ აბულაძემ რუსეთის განსაკუთრებული სიყვარული ბოლო წლებში არაერთხელ გამოხატა. ახლა კი, უკრაინაში ომის ფონზე, ის ამბობს, რომ წინასწარმეტყველება უნდა აღსრულდეს და ომის შემდეგ - „წმინდა რუსეთი იქნება, რომელსაც სამწმინდას ეძახიან" და მასში შედიან რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი.
ასევე ნახეთ სახიფათო ქადაგებები - რას ისმენს მრევლი ამბიონიდანმთავარეპისკოპოსისთვის რუსეთის აუგად ხსენება მკრეხელობის ტოლფასია და ამიტომ აქებს საქართველოს ხელისუფლებასაც - დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე უარის თქმის გამო. ასევე მოსწონს საქართველოს საპატრიარქოს პოზიციაც, რომელსაც რუსეთის აგრესია ჯერ ხმამაღლა არ დაუგმია.
„როგორც ჩვენი დიდი პატრიარქი, მსოფლიო მოციქული აკეთებს, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე - გავუგზავნოთ მათ [უკრაინაში] მშვენიერი საჭმელი, სასმელი, ჰუმანიტარული ტვირთი და ვილოცოთ, რომ მშვიდობა იყოს. პატრიარქმა პირდაპირ განაცხადა, ილოცეთ, რომ მშვიდობა იყოს. ეს არის ქრისტიანობა და მხარედ რომ წარმოაჩენ შენს თავს, ეს უკვე ქრისტიანობა არ არის - ამით ერთს მეორეზე აქეზებ“, - ამბობს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი.
საქართველოს საპატრიარქომ უკრაინაში მრევლის მიერ შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის ორი დიდი პარტია გააგზავნა უკრაინაში და პატრიარქმა მორწმუნეებს უკრაინისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, უკრაინაში შექმნილი ვითარება სწორედ იმგვარად აღწერა, როგორც ამას ძირითადად რუსეთის მედია ხატავს.
„როგორც მითხრეს, საშინელება ხდება მთელი უკრაინის მაშტაბით. გარდა იმ უბედურებისა, რასაც ვუცქერთ, მიმდინარეობს მასიური მოროდიორობა, ყაჩაღობა და მკვლელობები, დაძრწიან გაურკვეველი წარმომავლობის შეიარაღებული ჯგუფები და არის სრული განუკითხაობა”, – დაწერა მან.
ჟურნალისტებმა ვერ დაადგინეს, ვინ და რა იგულისხმება „გაურკვეველი წარმომავლობის შეიარაღებულ ჯგუფებში“.
ასევე ნახეთ ზელენსკის მიმართვა: ნუ გაჩუმდებით, გამოდით ქუჩაში და მხარი დაუჭირეთ უკრაინასმაშინაც კი, როცა სისხლისღვრის შეწყვეტაზე ლაპარაკობენ, რუსი მღვდლები, უფრო ხშირად მიუთითებენ, რომ 8 წლის განმავლობაში უკრაინელები ხოცავდნენ დონბასის ორი სეპარატისტული რეგიონის მცხოვრებლებს. რუსული მედიით ფაქტებად გავრცელებული ამბების დადასტურების ან გადამოწმების სურვილი არც თავად გასჩენიათ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არც შესაბამისი საერთაშორისო მისიები შეუშვიათ რუსეთის მხარდაჭერილ ადგილობრივ რეჟიმებს.
„ვილოცოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე დადგეს მშვიდობა, რომ შეწყდეს ჩვენი ძმებისა და დების სისხლისღვრა, რომ ღმერთმა მოწყალებით გადმოხედოს მრავალჭირნახული დონბასის მიწას“, - ესეც პატრიარქ კირილის სიტყვებია. ის ამბობს, რომ დონბასელებს 8 წლის განმავლობაში „გეი აღლუმების“ მომხრეები აწამებდნენ.
ასევე ნახეთ მეუფე სპირიდონი 5 ივლისის ძალადობაზე: კიდევ კარგად გადარჩით თქვენლიბერალებისა და ლგბტ თემის წინააღმდეგ გალაშქრება ჩვეული საქმეა სხალთელი მთავარეპისკოპოსისთვისაც და უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგაც ნაცნობ „იარაღს“ იყენებს. სპირიდონ აბულაძე ასკვნის, რომ უკრაინა ღირსია, რაც ემართება.
„ცნობილია მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში, რომ კიევი არის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. ეს ხომ უდიდესი საჩუქარია მათთვის, მაგრამ ვისაც მეტი მიეცეს, მეტი მოეთხოვოსო. შე დალოცვილო, ამხელა სიწმინდეში რომ გეი აქტივისტს პრეზიდენტად აირჩევ, არ არის ეს კარგი და, რა თქმა უნდა, სასჯელს უნდა ელოდო. ასეთ სიწმინდეში ყოველ წელიწადს გეი პარადებს რომ ჩაატარებ, რა გასაკვირია, რომ დაისაჯო და ღვთის რისხვა მოგეწიოს“.
ჯოჯოხეთის ღუმელი
მირიან გამრეკელაშვილი ამბობს, რომ სასულიერო პირებმა, პრორუსული გზავნილებით გაჯერებული ქადაგებებით, უკვე შეძლეს მრევლის დიდი ნაწილის მიმხრობა და თუკი უკრაინა რუსეთთან დამარცხდება, „მასობრივად დაიწყებენ რუსეთისა და პუტინის მხარდაჭერაზე ლაპარაკს ისინიც, ვინც ახლა დუმს“.
ხოლო თუკი რუსეთი „დამარცხდება და თავის თავში ჩაიკეტება“, ძალიან საფრთხილოა, რომ მას საქართველო „სამარეში და ჯოჯოხეთის ღუმელში“ არ ჩაჰყვეს.
ასევე ნახეთ კადიროვი ირწმუნება, რომ პრაქტიკულად უკვე კიევშიაპრორუსული, ანტიდასავლური განწყობები წლების განმავლობაში მკაფიოდ აისახებოდა სასულიერო პირთა ქადაგებებში.
მაგალითად, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს საქართველოს მომავალი მხოლოდ რუსეთთან კავშირში წარმოუდგენია და დიდი ხანია უნდა, რომ რუსული დროშა როგორც ყველა მორწმუნის ოჯახში, ასევე საპატრიარქოს თავზეც აღიმართოს.
ცნობილია მისი განსაკუთრებული სიმპათიები ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მიმართაც. პუტინის მარჯვენა ხელს, სისასტიკით გამორჩეულ კადიროვს ის ღირსეულ ვაჟკაცად მიიჩნევს.