უკრაინაში ომის ეკონომიკური ეფექტი - ვინ რა ფასს იხდის?

Your browser doesn’t support HTML5

ირინა გურული, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) დირექტორის მოადგილე თვლის, რომ უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიის ეკონომიკური ეფექტი საქართველოს იმის მიუხედავად შეეხება - შეუერთდება თუ არა ის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს: „რუსეთის ბაზარი ისედაც იკარგება, როგორი სურვილიც უნდა გვქონდეს, რომ არ შევუერთდეთ სანქციებს“ და მნიშვნელოვანი იქნება როგორც ექსპორტის ისე იმპორტის ბაზრების დივერსიფიკაცია.

ლექსო ხოროშვილი, ფინანსისტი: “დასავლეთსაც კი არ აქვს სრულად სანქცირებული რუსეთის საბანკო სექტორი. არის ბანკები, ვისაც სვიფტიც გახსნილი აქვს, რუბლის ანგარიშსწორებაც გახსნილი აქვს, ნავთობის და გაზის შესყიდვაზე ანგარიშსწორება ხდება. არ შეიძლება საქართველომ ჯვაროსნული ომი გამოაცხადოს ფინანსური სანქციებით, უნდა იყოს თანმიმდევრული“.