ეგორ კოჩიევმა აღნიშნა, რომ ცხინვალისთვის მთავარ საკითხად სოფელ ჩორჩანაში განთავსებული ქართული საპოლიციო საგუშაგო რჩება, რომელიც საფრთხეს უქმნის უაისტას (წნელისის) მოსახლეობას.
„საგუშაგო დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის ფაქტორია. ადგილობრივ მოსახლეობას სოფელში სიარულის ეშინია, რადგან გზა პოსტიდან ჩანს. ჩვენ კიდევ ერთხელ მივუთითეთ ქართულ მხარეს, რომ მთლიანად რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი არის უკანონო საგუშაგოს მოხსნა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაყვანა“, - განაცხადა კოჩიევმა.
ასევე ნახეთ ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ საქართველოს ორ მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯამან დასძინა, რომ ქართული მხარე ოსური მხარის კითხვებზე მკაფიო პასუხს არ იძლევა და ამტკიცებს, რომ პოლიცია არავის ემუქრება.
„ჩვენ შევთავაზეთ არაერთი წინადადება სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. კერძოდ, პოსტის გაყვანის შემდეგ, სამხრეთ ოსეთს შეუძლია გახსნას სახელმწიფო საზღვრის გამშვები პუნქტები რაზდახანის რაიონში (ახალგორთან მოსაბრუნის გამშვები პუნქტი)”, - დააზუსტა ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა.
ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ სამხრეთ ოსეთის დელეგაციის აზრი, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თვალსაზრისი გადავცე საქართველოს მოსახლეობას...ეგორ კოჩიევი
კორონავირუსის პანდემიის გამო, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე შეზღუდვები დაწესდა ჟურნალისტებისთვის. მედიის წარმომადგენლები დიდი ხანია ორივე მხარის წარმომადგენლების კომენტარების მოპოვებას ვეღარ ახერხებენ, რადგან მოლაპარაკების კარავთან მიახლოება აკრძალულია. „ეხო კავკაზამ“ კოჩიევს ჰკითხა, შეძლებენ თუ არა მედიის წარმომადგენლები მუშაობის წინა ფორმატში დაბრუნებას. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ქართულ მედიასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
„დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ, მათ შორის ქართველ ჟურნალისტებთან, რომლებიც ესწრებიან შეხვედრას, და ჩვენს ოს ჟურნალისტებთან, რომლებიც მოდიან შეხვედრის ადგილზე. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ სამხრეთ ოსეთის დელეგაციის აზრი, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თვალსაზრისი გადავცე საქართველოს მოსახლეობას. ქართველი ჟურნალისტების საშუალებით ამის გადმოცემა საკმაოდ სწორი მეჩვენება“.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩორჩანის საგუშაგოს დემონტაჟს არ აპირებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ საპოლიციო საგუშაგო ადგილზე სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების გარანტია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, ერგნეთის შეხვედრაზე, მკაცრად მოითხოვეს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლება.
„როგორც მოგეხსენებათ, ვლადიმერ კანიაშვილს აქვს მისჯილი ე.წ. სასჯელი ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კახაბერ ნათაძეს სამი წლით და ექვსი თვით, თუმცა აღნიშნული ე.წ. განაჩენი არ არის შესული ძალაში, შესაბამისად, ეს გვაძლევს მანევრირების საშუალებას, რათა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, რომელიც არის ძალიან ეფექტური და ამ შეხვედრაზეც იყო ძალიან ეფექტური, გამოყენებული იქნას მათ მიმართ ჰუმანიტარული მიდგომა. ჩვენ წინასწარ მოლოდინებს ვერ გავაჩენთ, მაგრამ მინდა დავადასტურო, რომ კეთდება ყველაფერი, რომ ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. რაც შეეხება მამუკა ჩხიკვაძეს, გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. სასამართლო ჩანიშნულია მიმდინარე წლის 9 მარტს. ბუნებრივია, ამ კუთხითაც გრძელდება ინტენსიური მუშაობა“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებაც ისაუბრა, როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი ამ საკითხსაც შეეხო.
„პერიოდულად და სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება ამგვარი მდგომარეობის გამოცხადება, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ არავინ არის დაინტერესებული დამატებითი დაძაბულობის შექმნით. ყოველ შემთხვევაში დღეის მდგომარეობით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება არსებითად არ გაუარესებულა და იქ დამატებითი აქტივობები არ შეინიშნება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოებას და ზღუდავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილებას.
ასევე, აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის წინასწარ თარიღად 2022 წლის 12 აპრილი განისაზღვრა.