უკრაინაში შეჭრის საწინააღმდეგო აქციებზე რუსეთში 4000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული 

უკრაინის მხარდამჭერი აქცია ყაზახეთში, ალმატი, 2022 წლის 6 მარტი.

რუსეთში კვირას, 6 მარტს, გაიმართა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული შეჭრის საწინააღმდეგო აქციები. ამ აქციებზე, "ОВД-Инфо"-ს მონაცემებით, ოთხი ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული. მათგან 1600 დააკავეს მოსკოვში, ხოლო 1000-ზე მეტი - პეტერბურგში.

მოსკოვში ხალხი დააკავეს მანეჟის მოედანზე, ქალაქის ცენტრში და მის მისადგომებთან. უფლებადამცველი სვეტლანა განუშკინა, რომელსაც დღეს 80 წელი უსრულდება, მეტრო „ტეატრალნაიასთან“ დააკავეს. მანეჟის მოედანზე დაკავებულია ოლეგ ორლოვი, უფლებადამცველი ცენტრის, „მემორიალის“, საბჭოს წევრი. ის იდგა პლაკატით - „მშვიდობა უკრაინას, მშვიდობა რუსეთს“.

ტრეტიაკოვის პროეზდის ქუჩაზე, ჩიტების კოშკთან, პოლიციელებმა ალყა შემოარტყეს მომიტინგეებს, რამდენიმე ადამიანი ძირს დაყარეს და მათი გათრევა სცადეს. ადამიანების ნაწილმა კორდონი გაარღვია და გაიქცა.

მოსკოვში დაკავებული ადამიანებით სავსე ავტომობილი ბოძს შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, ავტობუსში 27 ადამიანი იყო, მათგან 11 დაშავდა.

მოსკოვში დაკავებული ადამიანებით სავსე ავტომობილი ბოძს შეეჯახა და გადატრიალდა. დაზარალებულთა შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.

სანქტ-პეტერბურგში მასობრივად აკავებდნენ ომის საწინააღმდეგო მიტინგის მონაწილეებს და შემთხვევით გამვლელებს. „გოსტინი დვორთან“, სადაც ყოველდღიურად მიმდინარეობდა ანტისაომარი მიტინგები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორკესტრი გამოდის. პოლიცია ხმამაღლა აცხადებს გაფრთხილებას კორონავირუსის მოქმედი შეზღუდვების შესახებ.

სანქტ-პეტერბურგში დააკავეს მამაკაცი პატარა ბავშვით. ისინი ერთად სეირნობდნენ „გოსტინი დვორთან“.
ალექსეი დუშუტინი / „ნოვაია გაზეტა“.

პეტერბურგში აქციის მონაწილეები რამდენიმე კოლონად გაიყვნენ, ერთ-ერთმა მათგანმა წმინდა ისააკის ტაძართან ჩაიარა.

პეტერბურგი ომის წინააღმდეგ
დღეს პეტერბურგში შესანიშნავი ამინდია და აქციას, რომელიც ქალაქის ცენტრში იმართება, სულ უფრო მეტი ხალხი უერთდება.
შაბათ-კვირის დასვენების ვარიანტების სიაში: მეგობრებთან ერთად მზეში გასეირნება, ომის წინააღმდეგ გამოსვლის შემდეგ.

ხაბაროვსკში ადამიანებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მსვლელობის მოწყობას შეეცადნენ. ამის შემდეგ პოლიციამ დაკავება დაიწყო.

ირკუტსკში შეკრებილმა ხალხმა მსვლელობა მოაწყო. აქციის მონაწილეები მღეროდნენ სიმღერას - „დაე მუდამ იყოს მზე“. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

ნოვოსიბირსკში დაკავებულია თითქმის 200 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები სარედაქციო დავალებებით.

„სანამ მოედნის ერთ ნაწილში კოსმონავტები აქციის მონაწილეებს დასდევენ მანქანის სავალ ნაწილზე, მეორე მხარეს პიკეტის მონაწილეები დადგნენ“, - წერს ჩვენი კორესპონდენტი მოვლენათა შუაგულიდან.

სანქტ-პეტერბურგში მხატვრები ღია ცის ქვეშ გამოვიდნენ და ხატვა დაიწყეს უკრაინის დროშის ფერებში.

ტომსკში ომის საწინააღმდეგო აქციაში დაახლოებით 100 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან 20 - პოლიციამ დააკავა. დანარჩენმა მონაწილეებმა გზა მსვლელობით გააგრძელეს ქალაქის ადმინისტრაციის მიმართულებით.

პერმში პოლიციამ დააკავა ადამიანი პლაკატით - „არა ომს“.

ეკატერინბურგში ფორმიანი ადამიანები, განმასხვავებელი ნიშნების გარეშე, აქციის მონაწილეებს აკავებდნენ და ავტობუსებში მიჰყავდათ.

ათასზე მეტი ადამიანი აპროტესტებდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას ყაზახეთის ქალაქ ალმატიში. ისმოდა ხალხის შეძახილები: „გაუმარჯოს უკრაინას“, „არა ომს“, „პუტინი, ჰააგა, ციხე!“