VOA: 3000 ამერიკელი მოხალისე მზადაა უკრაინაში საბრძოლველად რუსული ძალების წინააღმდეგ

ვაშინგტონში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ 3000 ამერიკელი მოხალისე გამოეხმაურა მოწოდებას, ემსახურათ „საერთაშორისო ბატალიონში“ უკრაინის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ.

საელჩოს წარმომადგენელი VOA-სთან საუბარში შენიშნავს, რომ ეს ნაბიჯი სხვა ქვეყნების მოხალისეებმაც გადადგეს, მათ შორის, ისეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებმა, როგორებიცაა საქართველო და ბელარუსი.

Your browser doesn’t support HTML5

ქართველი მოხალისეები

ხუთშაბათს Telegram-ის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახსენა 16 000 უცხოელი მოხალისისაგან შემდგარი „საერთაშორისო ლეგიონი“ და მსურველებს მოუწოდა შეერთებოდნენ მას „უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს დასაცავად".

„ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი, გარდა საკუთარი თავისუფლებისა“, - განაცხადა მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა.