რუსული დამოუკიდებელი არხის „დოჟდის“ ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველოში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოს საზღვრიდან, სავარაუდოდ, 5 მარტს გააბრუნეს და ის მარტო არ იმყოფებოდა.

თავად ჟურნალისტი კომენტარისგან თავს იკავებს რუსეთში ჟურნალისტების მიმართ მომეტებული საფრთხის გამო.

„დოჟდის“ ჟურნალისტების ნაწილი ცდილობს დატოვოს რუსეთი მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეაჩერა 3 მარტს.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები დააწესა, რამაც დამოუკიდებელ მედიას გაურთულა ომის გაშუქება. ინფორმაციის - რომელსაც კრემლი „ფეიკად“ მიიჩნევს - გავრცელებისთვის, ადამიანი შეიძლება დაისაჯოს მსხვილი ჯარიმით ან პატიმრობით.

ასევე ნახეთ როგორ აქრობენ რუსეთში დამოუკიდებელ მედიას

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება კომენტარს, რომელიც მიღებისთანავე აისახება მასალაში.