66 000-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა უცხოეთიდან უკრაინის დასაცავად - რეზნიკოვი

უკრაინელები ბრუნდებიან სამშობლოში, ბრძოლაში ჩასართავად.

66 000-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა უცხოეთიდან უკრაინაში, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.

„66224. აი, რამდენი კაცი დაბრუნდა ამ მომენტისთვის უცხოეთიდან, რათა დაეცვა თავისი ქვეყანა ურდოსგან. ეს არის კიდევ 12 საბრძოლო და მოტივირებული ბრიგადა. უკრაინელებო, ჩვენ უძლეველნი ვართ! #იბრძოლეუკრაინელივით“, - დაწერა რეზნიკოვმა ტვიტერზე.