„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობა იწვის“ - ქალაქ ენერგოდარის მერი დმიტრი ორლოვი

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ატომური ელექტროსადგურისთვის რუსეთის სამხედროების მიერ გახსნილი ცეცხლის შესახებ იუწყება ქალაქ ენერგოდარის მერი დმიტრი ორლოვი.

„საფრთხე მსოფლიო უსაფრთხოებისთვის!!! მტრის მიერ დამიზნებით გახსნილი ცეცხლის შედეგად იწვის ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობა და ბლოკები“, - აცხადებს ორლოვი.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან LIVE-რეჟიმში გადაიცემა ამჟამინდელი მდგომარეობა.

დმიტრი ორლოვის თანახმად, რუსეთის სამხედრო ტექნიკის კოლონა ატომური ელექტროსადგურისკენ 3 მარტს, საღამოს გაემართა, რის შემდეგაც ატომურ ელექტროსადგურთან გაიხსნა საარტილერიო ცეცხლი.

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქებს ყოველდღიურად ბომბავს.

  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
  • პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
  • 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
  • რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
  • ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.