საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პარლამენტს გაეგზავნა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება 5 მარტს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე წლიური მოხსენებით გამოსვლის შესახებ.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, წელიწადში ერთხელ პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.