კომპანიები, რომლებმიც წყვეტენ რუსეთში საქმიანობას და ვაჭრობას სანქციების გამო

დაკეტილი Apple-ის გადამყიდველი მაღაზია სანკტ-პეტერბურგში. 2 მარტი, 2022.

უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული დასავლური მკაცრი სანქციების გამო, არაერთი კომპანია წყვეტს მუშაობას რუსეთის ფედერაციაში.  აი, როგორ გამოიყურება მათი ჩამონათვალი:

ავტომწარმოებლები

გერმანულმა BMW-მ რუსეთში მანქანების ექსპორტი შეაჩერა და განაცხადა, რომ ქვეყანაში წარმოებას შეწყვეტს.

შვედური „ვოლვოს“ (Volvo Cars) განაცხადებით, ის შეაჩერებს მანქანების გადაზიდვა რუსეთის ბაზარზე. 2021 წელს ვოლვომ გაყიდა დაახლოებით 9 000 მანქანა რუსეთში.

„ჯენერალ მოტორსმა“ (General Motors) განაცხადა, რომ შეაჩერებს ყველა ავტომობილის ექსპორტს რუსეთში. დეტროიტულ კომპანიას არ აქვს ქარხნები რუსეთში და ყიდის იქ მხოლოდ 3 000 მანქანას ყოველწლიურად.

იაპონურმა „მიცუბიში მოტორსმა“ (Mitsubishi Motors) განაცხადა, რომ შესაძლოა შეაჩეროს თავისი მანქანების წარმოება და გაყიდვა რუსეთში, რადგან ეკონომიკურმა სანქციებმა შეიძლება გამოიწვიოს მიწოდების ჯაჭვის შეფერხება.

ფრანგული ავტომწარმოებელი „რენო“ (Renault) შეაჩერებს ზოგიერთ ოპერაციებს რუსეთში თავის ავტომობილების ასამბლეის ქარხნებში მომავალ კვირას ლოგისტიკური პრობლემების გამო.

„სიტიბანკის“ თანახმად, „რენო“ ერთ-ერთი დასავლური კომპანიაა, რომელიც ყველაზე მეტად ექვემდებარება რუსეთს და ქვეყნიდან იღებს თავისი ძირითადი მოგების 8%-ს. ის ასევე აკონტროლებს „ავტოვაზს“, რუსეთის უმსხვილეს ავტომწარმოებელს.

Daimler Truck-მა განაცხადა, რომ იგი დაუყოვნებლივ აჩერებს თავის ბიზნეს საქმიანობას რუსეთში, მათ შორის თანამშრომლობას რუსულ სატვირთო მანქანების მწარმოებელ „კამაზთან“.

„მერსედეს-ბენც ჯგუფი“ (Mercedes-Benz Group) განიხილავს სამართლებრივ გზებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად გაასხვისოს კამაზის 15%-იანი წილი.

„ჰარლი დევიდსონმა“ (Harley-Davidson Inc) განაცხადა, რომ მან შეაჩერა რუსეთში თავისი ბიზნესი და ველოსიპედების გადაზიდვა.

„ფორდმა“ (Ford Motor Co) აცნობა ერთობლივი საწარმოს პარტნიორ Sollers-ს, რომ დაუყოვნებლივ აჩერებს ოპერაციებს რუსეთში.

ბრიტანულმა ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებლებმა „იაგუარმა“ (Jaguar Land Rover (JLR)) და „ასტონ მარტინმა“ (Aston Martin) შეაჩერეს მანქანების გადაზიდვები რუსეთში.

ტექნოლოგიები

„ეფლმა“ (Apple) შეაჩერა ყველა პროდუქტის გაყიდვა რუსეთში.

„გუგლმა“ (Google) Play Store-დან დაბლოკა რუსულ მაუწყებლებთან RT-ისა და „სპუტნიკთან“ დაკავშირებული მობილური აპლიკაციები.

„მაიკროსოფტმა“ (Microsoft) განაცხადა, რომ წაშლის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული RT-ის მობილური აპლიკაციებს Windows App Store-დან და აკრძალავს რეკლამას რუსეთის დაფინანსებულ მედიაში.

ლეპტოპების მწარმოებელი „დელი“ (Dell Technologies) აჩერებს პროდუქციის გაყიდვებს უკრაინასა და რუსეთში.

კინო და ტელევიზია

ჰოლივუდის სტუდიებმა Disney-მ, Warner Bros-მა და Sony Pictures Entertainment-მა განაცხადეს, რომ ისინი შეაჩერებენ რუსეთში ახალი ფილმების გამოშვება.

ავიაცია

მსოფლიოში უმსხვილესი თვითმფრინავების სალიზინგო კომპანია AerCap Holdings, რომლის სათავო ოფისი დუბლინშია, შეწყვეტს სალიზინგო საქმიანობას რუსულ ავიახაზებთან.

ამერიკულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა Boeing-მა განაცხადა, რომ ის აჩერებს ნაწილების მიწოდებას, ტექნიკურ მომსახურებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას რუსული ავიახაზებისთვის.

ბანკები

გლობალური ბანკი HSBC იწყებს ურთიერთობების გაწყვეტას რუსულ ბანკებთან, მათ შორის სიდიდით მეორე VTB-სთან.

სკანდინავიურმა კრედიტორმა Nordea-მ შეაჩერა ვაჭრობა საინვესტიციო ფონდებით, რომლებიც ძლიერ ექვემდებარებოდნენ რუსეთს.

„როიტერს“ საკითხის მცოდნე ორმა ადამიანმა უთხრა, რომ Raiffeisen Bank International (RBI) განიხილავს რუსეთის დატოვებას. ავსტრიული ბანკის ბიზნესმა რუსეთში გასულ წელს ჯგუფის წმინდა მოგების თითქმის მესამედი შეადგინა. RBI-ის წარმომადგენლის თქმით, კომპანია არ აპირებს რუსეთის დატოვებას.

ენერგია

საფრანგეთის TotalEnergies-მა განაცხადა, რომ ის აღარ დააფინანსებს რუსეთში ახალი პროექტებს.

BP ტოვებს 19,75%-იან წილს რუსულ ნავთობ გიგანტ „როსნეფტში“, ხოლო Shell-მა განაცხადა, რომ დატოვებს ყველა თავის რუსულ ოპერაციებს, მათ შორის, სახალინის 2 LNG ქარხანას, რომელშიც ის ფლობს 27,5%-იან წილს. ქარხნის 50%-ს ფლობს და მართავს გაზპრომი.

ნორვეგიული ენერგეტიკული ჯგუფი Equinor რუსეთში თავისი საწარმოების მოშორების პროცესს დაიწყებს. კომპანია რუსეთში 30 წელზე მეტია ოპერირებს და 2012 წელს „როსნეფტთან“ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე დათანხმდა.

დანიურმა Orsted-მა შეწყვიტა რუსული ქვანახშირისა და ბიომასის გამოყენება თავისი ელექტროსადგურებისთვის, თუმცა განაგრძობს „გაზპრომისგან“ წელიწადში ორ მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის შესყიდვას გრძელვადიანი კონტრაქტით.

„ორსტედმა“ ასევე თქვა, რომ ის არ დებს ახალ კონტრაქტებს რუსულ კომპანიებთან.

Exxon Mobil დატოვებს რუსეთს ნავთობისა და გაზის ოპერაციებს, რომლებიც 4 მილიარდ დოლარზე მეტითაა შეფასებული. კომპანია შეაჩერებს ახალ ინვესტიციებს რუსეთში.

იტალიური ენერგეტიკული ჯგუფი Eni გეგმავდა თავისი წილის გაყიდვას ლურჯი ნაკადის (Blue Stream) მილსადენის პროექტში, რომლითაც რუსული გაზი მიეწოდება თურქეთს. პროექტის თანამფლობელი რუსული გაზპრომია.

Eni-ს აქვს რუსული გაზის სტრატეგიული გრძელვადიანი კონტრაქტები. 2020 წელს Eni-ს გაზის შესყიდვამ რუსეთიდან მიაღწია თითქმის 22,5 მილიარდ კუბურ მეტრს.

ავსტრიულმა ენერგეტიკულმა ჯგუფმა OMV-მ გააუქმა გაზპრომის გაზის საბადოს პროექტში წილის აღების გეგმა და გადახედავს მის როლს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ (Nord Stream 2) გაზსადენში.

Centrica-მ, ბრიტანეთის უმსხვილესი ენერგომომარაგების British Gas-ის მფლობელმა, განაცხადა, რომ ის გამოეთიშება გაზის მიწოდების რუს კოლეგებთან, ძირითადად გაზპრომთან დადებულ ხელშეკრულებას.

მრეწველები

შვედური საინჟინრო ჯგუფი Sandvik აჩერებს მუშაობას რუსეთში.

Sandvik-მა 2021 წლის შემოსავლის დაახლოებით 3.5% გამოიმუშავა რუსეთში. ჯგუფს არ აქვს წარმოება ქვეყანაში, მაგრამ ასაქმებდა დაახლოებით 900 თანამშრომელს გაყიდვებსა და მომსახურებაში.

ლოჯისტიკა

ამერიკული United Parcel Service Inc და FedEx Corp, მსოფლიოს ორი უმსხვილესი ლოჯისტიკური კომპანია შეწყვეტენ მიწოდების სერვისებს რუსეთსა და უკრაინაში.

ორშაბათს კონტეინერების გადამზიდავმა კომპანია Ocean Network Express-მა შეაჩერა დაჯავშნა რუსეთისკენ და რუსეთიდან.

გადამზიდავი ჯგუფი Maersk დროებით შეაჩერებს კონტეინერების გადაზიდვას რუსეთისკენ და რუსეთიდან.

„გერმანიის ფოსტამ“ (Deutsche Post) განაცხადა, რომ შეაჩერა DHL-ის გზავნილები რუსეთში.

გერმანულმა გადამზიდავმა კომპანია Hapag Lloyd-მა დროებით შეაჩერა ჯავშნების მიღება რუსეთისთვის და შეაჩერა ნაოსნობა უკრაინაში.

გადამზიდავმა კომპანიამ MSC-მა შეაჩერა ტვირთების დაჯავშნა რუსულიდან და უკან, მაგრამ მაინც მიიღებს და შეამოწმებს საკვებს და ჰუმანიტარულ ტვირთებს.

შვეიცარიული ლოჯისტიკური კომპანია Kuehne und Nagel განუსაზღვრელი ვადით აჩერებს რუსეთში ყველა იმპორტის გადაზიდვას. ეს არ მოიცავს სამედიცინო, ჯანდაცვისა და ჰუმანიტარულ უზრუნველყოფას.

ტელეკომები

შვედური სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიის მწარმოებელი კომპანია Ericsson აჩერებს მის გზავნილებს რუსეთში, მის ბიზნესზე სანქციების პოტენციური ზეგავლენის გამო.

Nokia შეწყვეტს გზავნილებს რუსეთში. ის ამარაგებს MTS-ს, Vimpelcom-ს, Megafon-სა და Tele2-ს რუსეთში.

სხვა სექტორები

გერმანულმა სპორტულმა კომპანიამ Adidas-მა გაწყვიტა პარტნიორობა რუსეთის ფეხბურთის კავშირთან.

Nike-მა შეზღუდა შესყიდვები მის ვებსაიტზე და აპლიკაციაში, რადგან მას არ შეუძლია საქონლის მიწოდება რუსეთში მყოფი მომხმარებლებისთვის.

ფინური საბურავების მწარმოებელ Nokian Tires-ს გადააქვს ზოგიერთი საკვანძო პროდუქციის წარმოება რუსეთიდან ფინეთსა და შეერთებულ შტატებში.

კომპანია რუსეთში აწარმოებს წლიური 20 მილიონი საბურავის დაახლოებით 80%-ს და დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 1 600 ადამიანი.

ფინურმა ქიმიურმა კომპანიამ Kemira-მ შეწყვიტა გადაზიდვა რუსეთსა და ბელარუსში 1 მარტიდან.

შვედურმა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელმა Electrolux-მა შეაჩერა ყველა ოპერაცია რუსეთში.