ახალი ისტორიული მაქსიმუმი მოსკოვის ბირჟაზე: დოლარი 110 რუბლი, ევრო - 122

მოსკოვის ბირჟაზე დოლარისა და ევროს კურსების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. დოლარმა 110 რუბლს მიაღწია, ევრომ - 122 რუბლს გადააჭარბა, იუწყება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასი".

რუსეთის ბანკმა გადაწყვიტა, არ განაახლოს ვაჭრობა მოსკოვის ბირჟაზე 2 მარტს საფონდო ბირჟის განყოფილებაში. 3 მარტის ვაჭრობის შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვის დროით იმავე დღის 9 საათამდე იქნება მიღებული.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.

ასევე ნახეთ სანქცირებულთა სია ფართოვდება - კიდევ ვინ დასაჯა ევროკავშირმა?