ბოლო ერთ წელში ფასები 13,7%-ით გაიზარდა - 2022 წლის თებერვლის მონაცემები

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ფასები 13,7 პროცენტით გაიზარდა, ბოლო ერთ თვეში კი - 0,9 პროცენტით. 2022 წლის თებერვლის მონაცემებს "საქსტატი" აქვეყნებს.

ფასების ყველაზე მაღალი ზრდა კომუნალური გადასახადების ჯგუფში მოხდა - ჯამში 45,8 პროცენტით. კერძოდ:

  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - ზრდა 68,4%;
  • წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება - ზრდა 58%;
  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - ზრდა 11,5%;
  • ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე - კლება 2,9 პროცენტი.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 17,3 პროცენტით გაიზარდა:

  • ​ბოსტნეული და ბაღჩეული - ზრდა 34%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - ზრდა 23,4%;
  • პური და პურპროდუქტები - ზრდა 20,8%;
  • თევზეული - ზრდა 18,2%;
  • ზეთი და ცხიმი - ზრდა 17,4%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - ზრდა 15,6%;
  • ხილი და ყურძენი - ზრდა 15,5%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - ზრდა 14,4%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - ზრდა 11%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - ზრდა 10,4%.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14,5%-ით. კერძოდ:

  • სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - ზრდა 19,6%;
  • სატრანსპორტო მომსახურებაზე - ზრდა 3,8%.

ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • კომბოსტო - ზრდა 238%;
  • ბადრიჯანი - ზრდა 81%;
  • ბუნებრივი გაზის გადასახდელი - ზრდა 78%;
  • ელექტროენერგიის გადასახდელი - ზრდა 74%;
  • ქლიავი - ზრდა 58%;
  • ნაგვის გატანის გადასახდელი - ზრდა 58%;
  • წყლის გადასახდელი - ზრდა 58%;
  • პომიდორი - ზრდა 42%;
  • თერმომეტრი - ზრდა 40%;
  • მანდარინი - ზრდა 38%.