საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამჟამად პარიზში იმყოფება, ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი საუბრის ძირითად თემას წარმოადგენს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საერთაშორისო არენაზე განვითარებული მოვლენები და საქართველოს პოზიცია.
„საქართველოს ღირსება ყოველთვის იყო ისტორიულად და დღესაც, რომ ჩვენ ვიდექით, ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვიყავით და ვიდექით, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო.
ჩვენგან არავინ არ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომლებიც ამ ქვეყანას ჩააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას. თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და მე ამისთვის ჩამოვედი აქ, დღეს პარიზში, ხვალ - ბრიუსელში, რომ გამოვხატო ის ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ, იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი გავხდეთ“, - აცხადებს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს იხსნება ახალი ფანჯარა - ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მომავალი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ.
„მე მინდა, რომ ყველას ახსოვდეს (მე ამიტომ ვარ აქ), რომ საქართველო არის, როგორც უკრაინა, არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი. იმ ევროპამ, რომელმაც დღეს აჩვენა თავისი ღირსება, თავისი ერთიანობით, თავისი აქტიური მხარდაჭერით უკრაინისა. ჩვენ ყველანი ვართ მადლიერი უკრაინისა დღეს, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის. და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული“, - თქვა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილი პარიზში შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდადღეს, 28 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში დაწყებული ომის გამო დაწესებული სანქციები არ არის ეფექტური. მისი თქმით, ოპოზიცია "გვიკიჟინებს ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ რუსეთს".
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, ომი ჯერ აქ დაიწყებოდა, შემდეგ კიევში ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: გვიკიჟინებს ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ რუსეთსმეხუთე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.
ასევე ნახეთ ლევან დავითაშვილის თქმით, რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე საქართველო ფრთხილობსუკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის და ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.