Facebook-მა წაშალა ულტრაკონსერვატორული გაერთიანება „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები, აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.
„უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ჩვენი ძალებით ვცდილობთ, წინ აღვუდგეთ რუსულ პროპაგანდასა და ომის შესახებ მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებას. ამისთვის ფეისბუქს შესაბამის მონაცემებს ვაწვდით“.
ულტრამემარჯვენე, ულტრაკონსერვატორული ჯგუფი „ალტ-ინფო“ საკუთარ სატელევიზიო/ონლაინ ეთერში რუსეთის მიერ დაწყებულ ომში უკრაინის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ჯგუფის ლიდერები 2021 წლის 5 ივლისის ანტი-ლგბტ აქციის ორგანიზატორები არიან, რა დროსაც 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.