რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარი თქვა, შეესრულებინა რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციების მოთხოვნები და ის ვერ შეძლებს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომაზე დასწრებას ჟენევაში.
ამის შესახებ რუსეთის ტელეარხმა „როსია-1-მა“ განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე, მარია ზახაროვაზე დაყრდნობით.
„რა სისულელეა! რა დოკუმენტები, რა წესები, რა ინსტრუქციები?“ - თქვა ზახაროვამ.
პრობლემების მიზეზი გახდა ის, რომ ევროკავშირმა საავიაციო სანქციები დაუწესა რუსეთს და აკრძალა რუსეთის თვითმფრინავების ფრენა. ლავროვი ჟენევაში რუსეთის ფედერაციის თვითმფრინავით გამგზავრებას აპირებდა. ზახაროვამ განმარტა, რომ ამის გამო რუსეთის დელეგაციისგან ითხოვენ დოკუმენტების გაფორმებას სანქციების სიაში მოხვედრილი თვითმფრინავისთვის.
მისი თქმით, რუსეთი არ შეასრულებს სანქციებით დაკისრებულ ვალდებულებებს.
ამის შედეგად ლავროვი ვერ მოახერხებს გაეროს მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობას.
ევროკავშირმა კვირას საჰაერო სივრცე ჩაუკეტა რუსეთის ფედერაციას. ეს ეხება როგორც რეგულარულ, ისე ჩარტერულ რეისებს. ასევე მოიქცა რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც არ შედის ევროპის კავშირში.