თბილისში, პარლამენტის წინ, მეოთხედ იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქცია. აქციაზე ქართველებთან ერთად არიან აქ მყოფი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები.
აქციის მონაწილეებმა შეკრება საღამოს 7 საათიდან დაიწყეს. ხალხმრავლობის გამო მანქანებისთვის რუსთაველი გადაკეტილია.
აქციაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები დემონსტრანტებს სიტყვით მიმართავენ, რუსეთის ერთმა მოქალაქემ კი საჯაროდ დაწვა პასპორტი.
თბილისში გამართულ აქციებზე რუსეთის მოქალაქეების მხრიდან პასპორტების დაწვა ტრადიციად იქცა.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".
რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
ასევე ნახეთ მატარებლებით, მანქანებით, ავტობუსებით, ფეხით - საით მიდიან უკრაინელი ლტოლვილები