უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდლობის ცნობით, განადგურებულია რუსული სამხედრო კოლონა 2 მსუბუქი, 2 ტყვიაწამლით დატვირთული სატვირთო მანქანისა და ტანკის შემადგენლობით.
"ყველაფერი მშვიდადაა, ყველა დავაწვინეთ", - წერია მოკლე შეტყობინებაში.
კიევის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს დარჩნენ სახლში, ვინაიდან დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში კვლავ გრძელდება ქუჩის ბრძოლები.
რუსეთის მხრიდან კიევთან დაკავშირებით განცხადებები ღამის განმავლობაში არ გაკეთებულა.
ომი რუსეთმა 24 თებერვლის გამთენიისას უკრაინაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტევით დაიწყო. მას წინ უძღოდა პუტინის ბრძანება "სამხედრო ოპერაციის" დაწყების თაობაზე უკრაინის "დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის". სამხედრო და პოლიტიკური ექსპერტების დასკვნით, მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, უკრაინაში ხელისუფლების პრომოსკოვური რეჟიმით შეცვლა და ქვეყნის განუხრელი ევროპეიზაციის შეჩერებაა.
ასევე ნახეთ საომარი მდგომარეობა უკრაინაში. III დღე - განახლებადი ინფორმაცია