უკრაინელების ომი საქართველოდან

Your browser doesn’t support HTML5

მეორე დღეა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, კიევის მიდამოებში, აფეთქებების ხმა ისმის. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. მოსახლეობის ნაწილი მეტროებსა და მიწისქვეშა ავტოსადგომებზე ათენებს ღამეს. ნაწილი ქალაქების დატოვებას ცდილობს. დაღუპულია ასზე მეტი ადამიანი. საქართველოში მცხოვრები უკრაინელებისთვის უკანასკნელი დღეები, განსაკუთრებით კი უკანასკნელი ღამე, მძიმე გადასატანი აღმოჩნდა. ისინი ერთი მხრივ, უკრაინის ბედზე ღელავენ, მეორე მხრივ კი უკრაინაში დარჩენილ ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე.v