"ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ საქართველომაც უნდა გაატაროს სანქციები. პარტიის ლიდერი და პარლამენტის წევრი თინა ბოკუჩავა ხელისუფლებას სთავაზობს, საქართველოში მოქმედი "ოკუპაციის შესახებ" კანონი უკრაინის ტერიტორიებზეც გავრცელდეს.
"უმოქმედობა და დუმილი ყოვლად დაუშვებელია მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ერთიანია. საქართველომაც უნდა დააფიქსიროს პოზიცია, რითაც შეუძლია, მათ შორის გამოხატოს მხარდაჭერა... აუცილებელია, რომ განვიხილოთ სანქციების საკითხი. ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის "რესპუბლიკაში" შესული პირები არ დაიშვებოდნენ საქართველოში - ასეთი რეგულაცია გვაქვს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, შეგვიძლია ეს გავავრცელოთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით",,- უთხრა რადიო თავისუფლებას პარლამენტის წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან", თინა ბოკუჩავამ.
ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსეთისთვის რაიმე სახის სანქციის დაკისრებაზე არ უსაუბრიათ.
ასევე ნახეთ პარლამენტარები, მინისტრები, გენერლები, ჟურნალისტები, ბანკები, კომპანიები, ტანკერები: იხილეთ სანქციების გრძელი სია რუსეთისთვის24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
ასევე ნახეთ პუტინი აცხადებს დონბასში სამხედრო ოპერაციის შესახებრუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.