ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ, ზომების „პირველი ზალპის“ სახით, მისი ქვეყანა სანქციებს უწესებს რუსეთის ხუთ ბანკს და სამ უმდიდრეს ადამიანს.
„დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები იწყებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც უკვე მოვამზადეთ...რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ“, - განაცხადა ჯონსონმა პარლამენტში გამოსვლისას 22 თებერვალს. მან პარლამენტს უთხრა, რომ დიდი ბრიტანეთს აქვს ფინანსური საშუალებების მთელი წყება, რომლებითაც შეეძლება დარტყმა მიაყენოს რუსეთს კრიზისის გამწვავების შემთხვევაში.
„აუცილებელია, რომ მარაგში გვქონდეს სხვა მძლავრი სანქციები... იმის გათვალისწინებით, თუ რა შეუძლია მოიმოქმედოს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შემდგომში,“ - თქვა ჯონსონმა.