მზის სისტემის მიღმა გაგზავნილი ხმა

როსტომ საგინაშვილი - მომღერალი, რომლის შესრულებულიჩაკრულოცკოსმოსში გაიგზავნა, მშობლიურ სოფელ კოლაგში დაკრძალეს.

როსტომ საგინაშვილი 1940 წლის 21 დეკემბერს დაიბადა, მეორე ხმა ჰქონდა, ბარიტონი. გურჯაანის ანსამბლში მომღერალი ბიჭის ტალანტი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირიჟორმა ანზორ კავსაძემ შეამჩნია და მასთან გადასვლა შესთავაზა. დღეს ამ ანსამბლს „ერისიონი“ ჰქვია.

1963-1978 წლები როსტომ საგინაშვილმა სახელმწიფო ანსამბლში გაატარა. ქართლ-კახურ სიმღერებს მღეროდა: „შენ ბიჭო ანაგურელო“, „ზამთარი“, „მრავალჟამიერი“... კოსმოსშიც სწორედ მისი შესრულებული „ჩაკრულო“ გაგზავნეს, თუმცა ეს კარგა ხანს თავადაც არ იცოდა.

როგორ მოხვდა ჩაკრულონასაში

1977 წელს „ნასამ“ კოსმოსში ორი ხომალდი Voyager 1 და Voyager 2 გაუშვა. Voyager 2-ს მიმაგრებული ჰქონდა პლატინის ფირფიტა, რომელზეც სხვადასხვა ხმები იყო ჩაწერილი, მაგალითად, სიტყვა „გამარჯობა“, ძაღლის ყეფა, ჩიტების ჭიკჭიკი... იმ შემთხვევაში, თუ ხომალდი კოსმოსში არამიწიერ ცივილიზაციას გადააწყდებოდა, უცხოპლანეტელები ამ ფირფიტით მიხვდებოდნენ, რომ სადღაც კიდევ არსებობს ცოცხალი პლანეტა და მასზე ჩიტები, ძაღლები, მოლაპარაკე და მომღერალი ადამიანები სახლობენ. ჩანაწერების ერთი ნაწილი სწორედ მუსიკას ეთმობოდა, ბახს, ბეთჰოვენს, ფოლკლორს, მათ შორის ქართულ „ჩაკრულოსაც“.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ორივე ხომალდი მზის სისტემას გასცდა და ახლა უკვე 44 წელია კოსმოსში მოგზაურობენ.

მუსიკოსი მიხეილ ჯავახიშვილი, ავტორი ფილმისა „ჩაკრულო“ კოსმოსში“, ჰყვება, თუ როგორ აღმოჩნდა ეს სიმღერა „ნასაში“.

როდესაც ამერიკაში ანსამბლი გასტროლებით მიდიოდა, ხშირად ასრულებდაჩაკრულოს“. ამას თავად როსტომ საგინაშვილი იხსენებს, ხშირად ვასრულებდით, რადგან ძალიან მოსწონდათო. კონცერტებიჩაკრულოთი იხურებოდა. ერთ-ერთი ასეთი შესრულება ამერიკელებს ჩაუწერიათ. ეს სიმღერა ხელში ჩაუვარდა ალან ლომაქსს, მეცნიერს, რომელიცნასას ამ პროექტში იყო ჩართული. მანამდე კოსმოსში გასაგზავნად რუსულ სიმღერას „Подмосковные вечера“ ამზადებდნენ. ის ამოიღეს დაჩაკრულოჩასვეს. გაგზავნილი ხმების სიაში ასე წერია:ჩაკრულო“, ქართული, და საბჭოთა კავშირის ინიციალები - Chakrulo. Georgian (USSR) Folk Chorus“.

მიხეილ ჯავახიშვილი ამბობს, რომ რადგანაც „ჩაკრულო“ 5 წუთზე მეტხანს გრძელდება, ჩანაწერში მხოლოდ ნაწილი მოხვდა, როსტომ საგინაშვილის სოლო და გუნდის მისამღერი:

ხმალო, ხევსურეთს ნაჭედო,

თელავში თუშმა გაგფერა

მეფე ერეკლემ გაკურთხა

საომრად ჯვარი დაგწერა“...

როსტომ საგინაშვილის ბევრი ჩანაწერი არ გვაქვს, მაგრამ ესჩაკრულოცყველაფერს ყოფნის. ის ძალიან საინტერესო მომღერალი იყო თავისი ტექნიკით, ხმის სიძლიერით. გარდა ამისა, თუ შემსრულებელი კარგი პარტნიორიც არ არის, დიდ მომღერლად ვერ ჩაითვლება, როსტომ საგინაშვილი კარგი პარტნიორიც იყო“, - ამბობს მიხეილ ჯავახიშვილი.

ბოლო წლების განმავლობაში როსტომ საგინაშვილი გურჯაანში, მშობლიურ სოფელ კოლაგში გადასახლდა, იქ ვაზს უვლიდა, ღვინოს აყენებდა. მისი შვილი თამარ საგინაშვილი ამბობს, ისეთი თავმდაბალი იყო, რაიონში კარგა ხანს ვერ გაიგეს, რომ იქ ცხოვრობდაო. მიხეილ მცურავიშვილი კი, რომელიც როსტომ საგინაშვილთან ერთად მღეროდა, იხსენებს:

როსტომმა ცოლი ადრე შეირთო. შვილიშვილებს, შვილთაშვილებს მოესწრო. კეთილი, თბილი ადამიანი იყო, არასოდეს მდგომარეობიდან არ გამოვიდოდა, არავის აწყენინებდა. 5-6 წლის წინ ჩამოვიყვანე თბილისში, დაბადების დღეზე ვიყავით. ვცადეთ კახური მრავალჟამიერი გვემღერა და უკვე ვეღარ შეძლო“.

როსტომ საგინაშვილი 13 თებერვალს გარდაიცვალა. 15 თებერვალს ის კოლაგში დაკრძალეს.