ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი ცვლის. გადაწყვეტილება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიას სპეციალურ ბრიფინგზე გააცნო.
დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრობასთან ერთად, კვლავ იქნება ვიცე-პრემიერი.
"ნათიას აქვს თავისი ხედვები და გეგმები. ამის შესახებ თავად მოგახსენებთ მოგვიანებით", - თქვა ღარიბაშვილმა.
თურნავამ მადლობა გადაუხადა თავის გუნდსა და მედიას.
"ეს სამი წელი არ იყო მარტივი, ძალიან საპატიო, მაგრამ რთული. მე მაქვს სურვილი, რომ გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. ჯერჯერობით განვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, გაგანდობთ.
ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ სულ ყურადღების ცენტრში ვიყავით და სულ ფორმაში მამყოფებდით", - განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა.
ამავე ბრიფინგზე პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი, ოთარ შამუგია წარადგინა. ლევან დავითაშვილი 2016 წლის 9 სექტემრიდან სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. მანამდე, 2014 წლის 5 ნოემბირდან კი მინისტრის მოადგილე.
ასევე ნახეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გახდანათია თურნავა ეკონომიკის მინისტრად ბოლო სამი წელია მუშაობს. ის ამ თანამდებობაზე 2019 წლის 18 აპრილს მამუკა ბახტაძემ პრემიერად მუშაობის დროს დანიშნა. თურნავა თანამდებობას ინარჩუნებდა გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც.