თოზუ გულმამედლი ფემინისტი აქტივისტია კახეთის სოფელ იორმუღანლოდან. თოზუ თბილისში ეთნიკური უმცირესობებისთვის იბრძვის, აზერბაიჯანულ თემში კი ქალთა უფლებების დასაცავად.
უსამართლობის მიმართ წინააღმდეგობა ბავშვობიდან ჰქონდა, თუმცა ჩაგვრას სახელი მოგვიანებით დაარქვა - როცა 1+4 პროგრამის წყალობით თბილისში, უნივერსიტეტში ჩააბარა.