ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ განაცხადეს, რომ უკრაინას მიაწვდიან ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს, რათა ქვეყანას დაეხმარონ რუსეთის შესაძლო შეჭრის შემთხვევაში.
ბალტიის სამმა ქვეყანამ - ნატოელმა მოკავშირეებმა, ამ გეგმის შესახებ გამოაცხადეს 21 იანვარს. „უკრაინაზე და მის გარშემო ზეწოლის პირობებში, ბალტიის ქვეყნებმა გადაწყვიტეს უპასუხონ უკრაინის საჭიროებას და გაუწიონ მას დამატებითი დახმარება თავდაცვის სფეროში, ნათქვამია განცხადებაში.
"ეს დახმარება კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის უნარს, დაიცვას თავისი ტერიტორია და მოსახლეობა რუსეთის შესაძლო აგრესიის დროს“. სააგენტო Reuters-ს, წყაროებზე დაყრდნობით, მოჰყავს ინფორმაცია, რომ ბალტიის სამმა ქვეყანამ იარაღის გადაცემის თანხმობა მიიღეს აშშ-სგან. ესტონეთი გააგზავნის ანტისატანკო რაკეტებს, Javelin-ს, ხოლო ლატვია და ლიტვა - საზენიტო რაკეტებს - Stinger-ს.
აშშ-მა ნატომ გამოთქვეს გაფრთხილება, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ასი ათასზე მეტი სამხედროს თავმოყრა უკრაინაში შეჭრისთვის მზადება შეიძლება იყოს.