ჟენევაში აშშ-ის და რუსეთის დიპლომატების შეხვედრა გაიმართა და ჩანს, რომ ორი ქვეყანა ერთმანეთისგან კვლავ დაშორებულია უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხში.
შეხვედრა დელეგაცების წევრების მონაწილეობით შედგა, მათ აშშ-ის და რeსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები, ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობენ.
საუბარმა გასტანა საათნახევარი. შეხვედრა, როგორც ბლიკენმა განაცხადა, გაიმართა „კრიტიკულ მომენტში“.
ლავროვმა შეხვედრის შედეგად განაცხადა, რომ ის გარდამავალი იყო და რომ ამერიკულმა მხარემ პირობა მისცა მომავალ კვირაში რუსეთის მოთხოვნაზე წერილობითი პასუხის მიცემის შესახებ.
რუსეთის ოფიციალური პირები აშშ-სგან მოითხოვდნენ, რომ სურდათ ოფიციალური, წერილობივი პასუხი მათ მათ პრეტენზიებზე, მაგრამ ბლინკენმა თქვა, რომ ასეთი პასუხი არ გაიგზავნებოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა ასევე რომ მათ უკრაინის საკითხები განიხილეს, სხვათა შორის აშშ-ის შეშფოთება, რომ რუსეთი შეიძლება ამ ქვეყანაში შეიჭრას.
ლავრომა თქვა, რომ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები არასოდეს დამუქრებიან „უკრაინელ ხალხს“. ლავროვმა შეხვედრის წინ თქვა, რომ სახელმწიფო მდივანთან სურთ განიხილოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი. მან თქვა, რომ შეხვედრისგან „გარღვევას“ არ მოელის, მაგრამ შესაძლებელია მასზე აშშ-ის პოზიცია გაირკვესო.
სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, თავის მხრივ, თქვა, რომ შეხვედრა ნაწილია მისი ქვეყნის და მოკავშირეების მცდელობისა, თავიდან იქნეს აცილებული რუსეთის ახალი აგრესია უკრაინის მიმართ.
მან კვლავ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში მოკავშირეთა მხრიდან იქნება ერთობლივი პასუხი. ბლიკენის თქმით, წამოწევს საკითხს რუსეთის კოლინებში მყოფი ამერიკელი მოქალაქეების შესახებ.
ბლინკენი თვლის, რომ კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების გზების ძიება უნდა გაგრძელდეს, თუმცა არ მოელოდა, რომ ერთ შეხვედრაზე ყველა უთანხმოება მოგვარდებოდა.
ლავროვის წინ მჯდომმა ბლინკენმა განაცხადა, რომ იქნება „ერთიანი, სწრაფი და ძლიერი“ პასუხი, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და იქვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კვლავად ღიაა კრიზისის დიპლომატიური მოგვარებისთვის.
რუსეთმა უკრაინის საზღვართან და მის მიერ ანექსირებულ ყირიმში, თავი მოუყარა ასი ათასზე მეტ სამხედროს, რამაც დასავლეთის ქვეყნებში გამოიწვია განგაში, რომ მოსკოვის კვლავ აპირებს უკრაინაში შეჭრას.
მოსკოვის მხარს უჭერს სეპარატისტებს უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც მიმდინარე საბრძოლო მოქმედებს 2014 წლის შემდეგ 13 200 სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჟენევაში მიმდინარეობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესკონფრენცია.