თბილისში გამართულ ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებული სანდრო ბაზაძის მომავლის გეგმებს და მოფარიკავე ვაჟთა გუნდის 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლის შესაძლებლობას შეაფასებს ფარიკაობის სპეციალისტი, საერთაშორისო არბიტრი დავით სახვაძე.
არაოლიმპიური სახეობების უძლიერესი 10 ფედერაციის და 10 სპორტსმენის დაჯილდოების ტრადიციულ ცერემონიალზე ისაუბრებს არაოლიმპიური სახეობების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რადიო ჯაკოს დამფუძნებელი სპორტული კომენტატორი ჯემლეტ ხუხაშვილი, ხოლო საუკეთესოდ აღიარებული ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე გაიხსენებს შარშანდელ წარმატებებს.
Your browser doesn’t support HTML5